საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო

ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის საკეთილდღეოდ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ნახვები: 674 ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის საკეთილდღეოდ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღიშნა, მნიშვნელოვანია, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, რა რეალობა იქნება 2024 წელს.

„ივანიშვილის მთავარი საზრუნავი 12 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა. მას უნდა ეზრუნა, რომ საქართველოს მოქალაქეს ლუკმაპურის საშოვნელად არ უწევდეს ქვეყნიდან გაქცევა. ამ პრობლემების ნაცვლად, როგორებიც არის ფასების ზრდა, ეკონომიკური დოვლათის შექმნა, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი თავს უქმნის ეკონომიკურ დოვლათს. პირდაპირ ვთქვათ, ქვეყნის მთავარი ინვესტორი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, გამოკეტა უსამართლოდ ციხეში. ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დადებითი როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და, შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, ის პარტია, პარტიები თუ კოალიციური მთავრობა, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მარტივი მიზეზით – ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით, კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები. მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეს კარგად ესმის იმ ბრალდებების შესახებ, რომლებიც შეთითხნილია რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მიერ და განაჩენი გამოტანილია სანქცირებული მოსამართლეების მიერ.

„მნიშვნელოვანია, რომ სიტყვას მოაყოლოს ქმედება სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის კეთილდღეობისთვის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, და არა რუსმა ოლიგარქმა, თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა