კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნახვები: 683 ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, პანაშვიდი ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გაიმართა.

ეკლესიასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთაც მსვლელობის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დაკრძალვის პროცესს დაესწრო რუსეთში ამერიკის ელჩი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. მას 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადაეცა. მანამდე კი რუსი ოპოზიციონერის პრესმდივნის თქმით, ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმდებობდა შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაცვლილის ცხედარს იმ კოლონიაში დაკრძალავენ, სადაც სასჯელს იხდიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა