უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს

ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 420 ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება-მამუკა მდინარაძე

„ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ ამ წლების განმავლობაში, როგორც საგამოძიებო მიმართულებით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შემდეგ, უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობებიდან გათავისუფლება არ მოხდება.


„საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან ან სადმე მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროს ვგულისხმობ, არის თუ არა სადმე ერთად, პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციას ითავსებდეს? - პასუხი ამაზე არის არა. გეთანხმებით იმაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რაც თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი, რომ გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, ეს ორი ფუნქცია შესაძლებელია თუ არა ერთად იყოს, არ არის თავსებადი და არც არის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში იმისა, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია ითავსებდეს საგამოძიებო ფუნქციასაც.

ორივე ფუნქცია ძლიერდება. რამდენი წუთის წინ მოვისმინე, თითქოს ეს კანონპროექტი და მისი კანონად ქცევა, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამ უწყებაში რჩებიან, რჩებიან უმუშევრები, - ესეც არის არასწორი ინფორმაცია. ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ ამ წლების განმავლობაში, როგორც საგამოძიებო მიმართულებით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვინმემ იფიქროს მათ ხელაღებით გათავისუფლებაზე და რაიმე ასეთ ჩარევაზე. ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება, რომელსაც არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, შეიძლება დამატებაც დასჭირდეს და პროფესიონალი კადრები ბუნებრივია შეინარჩუნებენ იქ თავიანთ სტატუსებს. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც ეს იქნება, ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფის შემდეგ და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი, რადგან ისინი არიან ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები", - განაცხადა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა