კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - „მეცმა“ გასვლით შეხვედრაში „ნანტი“ დაამარცხა

ნახვები: 569 მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - „მეცმა“ გასვლით შეხვედრაში „ნანტი“ დაამარცხა

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და „ნანტთან“ გასვლით შეხვედრაში გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და გუნდის წარმატებაში მთავარი როლი ითამაშა. ანგარიში კი 58-ე წუთზე გაიხსნა: „ნანტის“ კარში დანიშნული პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა – მეკარე მარჯვნივ გადახტა, ბურთი კი მარცხენა კუთხეში შეგორდა.

ორ წუთში „მეცმა“ უპირატესობა გაზარდა და ქართველი თავდამსხმელი ამ ეპიზოდშიც მონაწილეობდა – ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოში მეტიუ უდოლს გადააწოდა, რომელმაც თავური დარტყმით „ნანტს“ მეორე გოლი გაუტანა.

24 ტურის შემდეგ „მეცი“ 20 ქულით კვლავ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის მეტის შანსი აქვს. მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა