კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვარაცხელიამ „იუვენტუსს“ ეფექტური გოლი გაუტანა

ნახვები: 646 კვარაცხელიამ „იუვენტუსს“ ეფექტური გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „ნაპოლი“ იუვენტუსთან“ პრინციპულ შეხვედრაში დააწინაურა.

ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატში ტურინულ გრანდს საკუთრა მოედანზე მასპინძლობენ. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ქართველმა თავდამსხმელმა მოახერხა.

42-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მცველმა მოიგერია, გადმოვარდნილ ბურთზე ხვიჩამ შეუჩერებლად დაარტყა და ეფექტური გოლით „ნაპოლი“ დააწინაურა. გარდა ამისა, პირველ ტაიმში ხვიჩასთან უხეშობისთვის ტურინელთა ორმა მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო.

ეს ბოლო ორ მატჩში ხვიჩას მიერ გატანილი მესამე გოლია (პლუს 1 ასისტი). სულ კი მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას უკვე 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა