კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელი ღაზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის

ნახვები: 553 ისრაელი ღაზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზადან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის, - ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

ოფიციალურმა პირის თქმით, რომელიც ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ „ჰამასმა“ არ უპასუხა ისრაელის ორ მოთხოვნას: გადაეცა მძევლების სია, სადაც მითითებული იქნებოდა რომელია ცოცხალი და რომელი გარდაცვლილი და დაედასტურებინა მძევლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების თანაფარდობა.

ოფიციალურმა პირის თქმით, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში არ გაეგზავნათ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, „მოსადის“ დირექტორთან, დევიდ ბარნეასთან კოორდინაციით მიიღო, რომელიც ისრაელის მთავარი მომლაპარაკებელია, მას შემდეგ რაც რაც ბარნეამ მიიღო შეტყობინება, რომ „ჰამასმა“ ისრაელის პირობებს არ უპასუხა.

ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ მათი დელეგაცია კაიროში ჩავიდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა შაბათს განაცხადა, რომ ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა