გივი თარგამაძე - რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სალომე ზურაბიშვილი - მოვიდეთ გონს - წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს - „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება
სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი - დარწმუნებული ვარ, არ ჩატარდება
ევროპარლამენტის რეზოლუცია - SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან

ევროპა ქართველი მუქთახორებისთვის იხურება

04.03.2024 ნახვები: 2562

ბოლო თვეებში როგორც მინიმუმ, საფრანგეთმა და გერმანიამ გაამკაცრეს მიდგომა ქართველი უკანონონ მიგრანტების მიმართ. დეპორტაციებმა მიიღო მასობრივი ხასიათი, თვითმფრინავები ბერლინიდან და პარიზიდან გაივსო დეპორტირებული ქართველებით, რომლებიც ჰყვებიან ერთნაირ ისტორიებს - ისინი აქტიურად გამოდიან სატელევიზიო სივრცეში, ინტერნეტში და ბეჭდურ მედიაში.

ჩივიან, რომ გერმანია (ან საფრანგეთი) მათ არაჰუმანურად ექცევა. ზოგჯერ ადეპორტებენ მძიმედ დაავადებულ ადამიანებს, რომ მათ ევროპაში გასამგზავრებლად აიღეს ვალები, გაყიდეს ბინები, და ფაქტობრივად დასაბრუნებელი ადგილიც არ დარჩათ. ამ დროს ცივსისხლიანი და არაჰუმანური ევროპელები ამას არაფერს არ ითვალისწინებენ. სასტიკი და უსულგულო ბიუროკრატები.

თუმცა, მათ აზრად არ მოსდით თავში ელემენტარული კითხვა - რაო, გერმანია და საფრანგეთში ვალდებულები არიან უმკურნალონ ყველა დაავადებულს დედამიწაზე თავიანთი მოსახლეობის ხარჯზე? თქვენ მთელი ცხოვრება იჩხირავდით, ბოლოს და ბოლოს დარჩით ღვიძლის გარეშე- ეს სამწუხაროა, მაგრამ რა შუაშია ფრანგი და გერმანელი ხალხი?

ვალები გაქვთ აკიდებული? სახლი გაყიდეთ? და რა? დღეიდან პარიზმა და ბერლინმა უნდა იზრუნონ ყველაზე, ვინც საკუთარი უტვინობით უსახლკაროდ და ვალების ამარა დარჩა? რა კარგად მოეწყვეთ... თქვენს ოჯახებში მარტო თქვენ ხართ ასეთი ჭკვიანები, თუ კიდევ არის ვინმე?

ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოდან ემიგრაციაში მიდის ქვეყნის მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი, ყველაზე შრომისუნარიანი და კრეატიული.. ანუ, ვინც ჯერ აქ ვართ - ძირითადად დოყლაპიები და უსაქმურები ვყოფილვართ.

რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ უცხოეთში მიდიან სასარგებლო სპეციალისტები - ძირითადად ხელოსნები, რომლებიც აქაც საკმაოდ წარმატებულები იყვნენ. მაგრამ აქვთ შანსი მეტი მიიღონ თავიანთ საქმიანობაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ეს ხალხი ნამდვილად პატივისცემის ღირსია.

მაგრამ ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის მდიდარ ქვეყნებში, შედგება უსარგებლო, არაფრის მცოდნე უსაქმურებისგან, რომლებმაც ჯერ თავიანთი სოფლები და ქალაქები აქციეს ტოქსიკურ ზონად, საიდანაც სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა გარბის, ახლა კი ევროპას მიადგნენ.

ქართული ემიგრაციის ერთგვარ სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა პარიზის ცენტრში, კარავში. ერთ-ერთ ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში მან უაპელაციოდ, თავხედობის ზედა ზღვარზე. განაცხადა - მოგვხედოს მთავრობამ!!!

ხშირად გაგვიგონია ეს ფრაზა ქართველი გლეხუჩებისგან - მორიგი წყალდიდობის შემდეგ - „რაც მქონდა, ყველაფერი განადგურდა, საქონელი დაიხრჩო, ნათესები მოისპო..მოგვხედოს აწი მთავრობამ“.. მიჩვეულები კი ვართ, მაგრამ ის გულისხმონდა საფრანგეთის მთავრობას, და ამაში ვერანაირ შეუსაბამობას ვერ ხედავდა - მოგვხედოს აწი მაკრონმა...

რატომ, რა დამსახურების გამო, ან რა იმისთანა ვალი აქვს მაკრონს და რატომაა ის ვალდებული არჩინოს ქართველი მუქთახორები? ეს კითხვა არავის უჩნდება...

ევროპა ამკაცრებს მიდგომას. არა მხოლოდ ქართველების მიმართ. ევროპა მუდამ ღია დარჩება იმათთვის ვისაც იქ მუშაობა უნდა. კადრების დეფიციტი თუ მაჩანჩალა საქართველოში არსებობს, წარმოიდგინეთ მისი მასშტაბი გერმანია-საფრანგეთი-ბელგიაში?

მაგრამ ევროპას არ შეუძლია ამდენი წურბელას რჩენა საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე. ამიტომაც ის, რასაც ვხედავთ - მხოლოდ დასაწყისია.

არ თქვათ - ევროპა იხურება ქართველებისთვის - ეს არაა სიმართლე. ევროპა იხურება ქართველი მუქთახორებისთვის - აი ასე იქნება სწორი.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა