კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტში შეხვედრა გამართა

ნახვები: 369 კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და უმრავლესობის სხვა დეპუტატებთან შეხვედრა გამართა.

დეგნანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონპროექტსა და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ შესაძლებლობას, რომ შევხვედროდით კომიტეტების თავმჯდომარეებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტზე, კერძოდ იმ მუხლებზე, რომლებიც ითვალისწინებს სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას. ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. კომიტეტების ხელმძღვანელებმა უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს და ვფიქრობ, მხედველობაში მიიღეს ჩვენი შეშფოთება, რასაც ვაფასებთ. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა კანონმდებლობაზე, რომელიც შეცვლის დისციპლინურ პროცესს მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეებისთვის. ასევე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის სხვა შესწორებებზე. ისევ და ისევ ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს საკითხები განიხილება დაჩქარებული წესით, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ეს არის კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რომელიც იმსახურებს ფართო კონსულტაციებს და დროს, რომ ისე იყოს განხილული, როგორც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვურჩიეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ შეანელონ პროცესი. დავრწმუნდი, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე კონსულტაციები იანვრიდან დაიწყება. ჩვენი რეკომენდაციები და პოზიციებია, რომ ნებისმიერი შესწორება განხილული იყოს პროფესიონალურ დონეზე. ვიმედოვნებ, რომ კომიტეტების ხელმძღვანელები ჩვენს შეშფოთებას სერიოზულად მიიღებენ და შეანელებენ ორივე კანონმდებლობის განხილვას, ვიდრე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან არ ჩატარდება სრულყოფილი და ფართო კონსულტაციები", - განაცხადა კელი დეგნანმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა