კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვარაცხელია „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ნახვები: 571 კვარაცხელია „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ნაპოლი“ – „იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.

ერთდროულად ორმა ანალიტიკურმა სპორტულმა ვებგვერდმა, Flashscore-მა და Whoscored-მა ქართველს ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა – 7,7 და 8,0 ქულა (10-ბალიანი სისტემით).

ხვიჩას თამაში Sofascore-მაც დააფასა და 8,0 ქულა დაუწერა, მაგრამ ბოლო დროის ტრადიციას არ უღალატა და ქართველ თავდამსხმელს ერთპიროვნული პირველობა არ მიაკუთვნა – საუკეთესოდ „იუვენტუსის“ თავდამსხმელ ფედერიკო კიეზასთან ერთად აღიარა, რომელმაც მატჩის მიწურულს „ნაპოლის“ გაუტანა – ინტერნეტ-პორტალმა ტურინელის გრაფაშიც 8,0 ქულა დაწერა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ნაპოლი“ – „იუვენტუსის“ მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო გახსნა და გუნდს მოგებაში (2:1) დაეხმარა. სულ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა