თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე გარდაიცვალა

ნახვები: 619 სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ჯემალ გახოკიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გახოკიძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ჯემალ გახოკიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1997 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

2004-2005 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო; 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009 წლებში იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების: „თემიდას“, „ბიზნეს-ინჟინერინგისა“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ხუთი სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის ავტორი; გენერალ-ლეიტენანტი (1997).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა