კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებზე მუშაობას აგრძელებს-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 395 საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებზე მუშაობას აგრძელებს-ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ითვალისწინებს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია, რომ დღეს კომიტეტის ჩატარებამდე შევხვდით საქართველოში აშშ-ის ელჩს და გავცვალეთ პოზიციები. მას მივაწოდეთ ინფორმაცია მთელი რიგი საკითხების შესახებ და იყო საკმაოდ ნაყოფიერი, ინტენსიური მსჯელობა. პარლამენტი იმოქმედებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებზე მუშაობას აგრძელებს საკომიტეტო კომიტეტის ფარგლებში. ჩვენ ვაგრძელებთ კომიტეტზე კანონპროექტების განხილვას. ის მსჯელობა, დისკუსია რაც გვქონდა ჩვენს პარტნიორთან, გახდება მსჯელობის საგანი გუნდის შიგნით. შესაბამისად, ეტაპობრივად, კანონპროექტთან მიმართებაში, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები ავსახოთ.

საბოლოო​ პოზიციების მოსმენის შემდგომ, ის პოზიციები, რაც კომიტეტზე გამოითქვა, ასევე ჩვენი პარტნიორების კონსულტაციების გათვალისწინებით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ინკლუზიური, შესაბამის დაინტერესებულ მხარეს ექნება სრული შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს პროცესში და მოვისმინოთ ყველას პოზიცია", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა