კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახდეპი - აშშ მუშაობს, რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად

ნახვები: 520 სახდეპი - აშშ მუშაობს, რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად

ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს, რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, რათა შემცირდეს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, ვაშინგტონი ოპტიმისტურად არის განწყობილი ღაზის სექტორში საზღვაო დახმარების დერეფნის შესახებ, რომელზეც აშშ მუშაობდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მშობლები შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგანან, თუ როგორ გამოკვებონ შვილები და სწორედ ამიტომ აშშ ფოკუსირებულია დახმარების გაზრდაზე ღაზის სექტორში რაც შეიძლება მეტი მიმართულებით.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული ვითარებით ღაზის სექტორში. გასულ კვირას მომხდარმა ინციდენტმა, ნათელი გახადა, რომ ხალხი სასოწარკვეთილია საკვების, წყლის და წამლების გამო. მშობლები შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგანან, როგორ გამოკვებონ შვილები. შაბათ-კვირას თავდაცვის დეპარტამენტმა და იორდანიის სამეფოს საჰაერო ძალებმა ერთად 38 000 ულუფა საკვები ჩაყარეს ღაზაში. მიზეზი რატომაც ჩვენ ვცდილობთ დახმარების რაც შეიძლება მეტი გზით მიწოდებას, არის ის, რომ ხალხს თუ ეცოდინება, ის სატვირთო მანქანა, რომელსაც ისინი ხედავენ არ არის ბოლო, რომელიც იქნება მათ სამეზობლოში და მიაწოდებს საკვებს მომდევნო კვირაში ან ერთი თვის განმავლობაში, მაშინ ისინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხეში ჩაიგდონ საკუთარი თავები ან მეზობლები და შექმნან ქაოსურ სიტუაცია“, – განაცხადა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა