Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

კახა კალაძე - ქართველ გულშემატკივარს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ნახვის შესაძლებლობა ექნება

ნახვები: 518 კახა კალაძე - ქართველ გულშემატკივარს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ნახვის შესაძლებლობა ექნება

ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით მილანის „ინტერს“, დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ გულშემატკივარს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

„ხვალ ბათუმში გაიმართება საფეხბურთო მატჩი. ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბი, ლეგენდები, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთ გულშემატკივრებს ახარებდნენ და უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება იმ ყოფილი ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც წლების განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყოფილი ფეხბურთელები, ვეტერანები, ჩვენ დავუპირისპირდებით მილანის „ინტერს“. დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. სასიამოვნოა ასეთი შეხვედრები, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, პატარებისთვის, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო Sports Orient-ს, რომელიც არის აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საფებურთო მატჩი ხვალ, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა