კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით

ნახვები: 562 ჯო ბაიდენი - უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თუ უკრაინას დაშორდება, ევროპა რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

როგორც ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, აშშ დარჩება ერთგული ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ.

„ამ ოთახში ვინმე თუ ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება. უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით და მივაწვდით იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. მხოლოდ ამას ითხოვს უკრაინა. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. უკრაინისთვის დახმარებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურს, რომ დავშორდეთ მსოფლიო ლიდერობას“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა. მან სასაზღვრო კანონპროექტის წარუმატებლობაში დონალდ ტრამპი დაადანაშაულა და კანონმდებლები გააკრიტიკა. ჯო ბაიდენის თქმით, კონგრესის წევრებს დონალდ ტრამპმა მოუწოდა, რომ კანონპროექტი დაებლოკათ.

„მე მითხრეს, რომ ჩემმა წინამორბედმა დაურეკა კონგრესის წევრებს სენატში, რათა მოეთხოვათ კანონპროექტის დაბლოკვა. ის გრძნობს, რომ ჩემთვის ეს პოლიტიკური გამარჯვება იქნება და მისთვის პოლიტიკური მარცხი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მას მისცემს საშუალებას, დროებით დახუროს საზღვრები, როდესაც მიგრანტების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა