კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო-დავით სეერგენკო

ნახვები: 452 ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო-დავით სეერგენკო

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რომ დაბრუნდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას სერგეენკომ აღნიშნა, რომ „არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს".

„ადვოკატები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, დაბრუნდებოდა უკან. სტაბილური იყო თუ არა მისი მდგომარეობა, ამაზე უამრავი ადამიანი აკეთებს განცხადებას, მათ შორის პროცენტულად ბევრად მეტია, ვინც არ არის ექიმი. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს განცხადება და დამიჯერეთ, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ თავისი საქმის გაკეთება. რა თქმა უნდა, ადამიანურად და ჰუმანურად ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა