პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე - მან რუსებს ყველაფერი მისცა, უკრაინის ჩათვლით - ის პუტინის მარიონეტი იყო

ნახვები: 519 დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე - მან რუსებს ყველაფერი მისცა, უკრაინის ჩათვლით - ის პუტინის მარიონეტი იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლას ეხმაურება და მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტად მოიხსენიებს.

„მან თქვა, რომ მე ქედს ვიხრი რუსეთის ლიდერის წინაშე. მან მათ ყველაფერი მისცა, უკრაინის ჩათვლით. მე წავართვი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - მან აჩუქა! ის პუტინის, სი ძინპინის და პრაქტიკულად ყველა სხვა ლიდერის მარიონეტი იყო!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მისი თქმით, ჯო ბაიდენის სიტყვა სავსე იყო სიცრუით, თუმცა ამერიკელი ხალხი ამას ხვდება და თავის აზრს 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დააფიქსირებს.

„მოეწონება თუ არა ამის აღიარება ყალბი ამბების მედიას, ამ გამოსვლაში იყო უზარმაზარი არასწორი ინფორმაცია და ტყუილი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხალხი ამას ხვდება და იცის, რომ 5 ნოემბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ერის ისტორიაში!“ - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათო და მიუღებელი უწოდა. „ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: "რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე" - ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა