პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პაატა მანჯგალაძე - პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა

ნახვები: 510 პაატა მანჯგალაძე - პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა

დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა. - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება და „ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ [„ქართულ ოცნებას“]“

„ერთი თვეც არ არის გასული რაც “გამარჯვების კოალიციამ" განვაცხადეთ, რომ მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში ადამიანს და მისი პრობლემის მოგვარებას დავაბრუნებდით. დღეს უკვე ყველას უწევს ამ რეალობისთვის თვალის გასწორება.

მხოლოდ ივანიშვილი და მისი პარტია ცდილობს გაექცეს ხალხის სამართლიან შეკითხვებს, რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი პროდუქტები? რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან? რატომ მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი და მისი კლანი და რატომ ღარიბდება ხალხი? მათი კომენტარები ნათლად მიუთითებს, რომ ისინი სრულიად დაშორებულები არიან ხალხს. დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა.

მაშინ, როცა მოქალაქეზე უკეთ ვინ იცის თუ რა პრობლემებთან უწევთ ყოველდღიურად გამკლავება. ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ“, - პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა