კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გრიგოლ გეგელია - თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალი ქალია, კაცი - კაცი, დედა დედაა, მამა - მამა, წარმატებას ვუსურვებ სამარცხვინო ტრიუკებში

ნახვები: 586 გრიგოლ გეგელია - თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალი ქალია, კაცი - კაცი, დედა დედაა, მამა - მამა, წარმატებას ვუსურვებ სამარცხვინო ტრიუკებში

თუ „ქართულ ოცნებას“ სურს მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ დედა დედაა და მამა მამაა, წარმატებას ვუსურვებ ამ სამარცხვინო ტრიუკებში - მოვითხოვთ, ეს კანონი ვენეციის კომისიაში იყოს გადაგზავნილი, ვენეციის კომისიამ გასცეს პასუხი ამ კანონის ავკარგიანობას, - ამის შესახებ „ლელოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელია გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“

როგორც გეგელიამ აღნიშნა, ეს არის წინასაარჩევნო ხრიკი, რომელსაც საერთო არაფერი გააჩნია რეალურ ქართველი ხალხის საჭიროებებსა და პრობლემებთან.

„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ტრიუკი რუსული ჰიბრიდული ომის ჟანრში. „ქართული ოცნება“ ამით უპირისპირდება საკუთარ ხალხს. ჩემი აზრით, ამ კანონის რეალური საჭიროება არ დგას, ასეთი საკითხები არ განიხილება. არ ვიცი, ვის ესაუბრება „ქართული ოცნება“. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, დედა დედაა და მამა მამაა, წარმატებას ვუსურვებ ამ სამარცხვინო ტრიუკებში. ჩვენ ამასობაში ვსაუბრობთ გაჭირვების დაძლევაზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, იმაზე, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ათასლარიან პენსიას სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ. შედეგებს მოვიმკით შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა უღირს, სამარცხვინო მანიპულატორებს ძალიან საკადრის პასუხს გასცემს. ყველა ზღვარს გადავიდა ტოტალური უვიცობა, კორუფცია და ცინიზმი, რასაც ჯამურად „ქართული ოცნება“ ჰქვია. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, ეს კანონი ვენეციის კომისიაში იყოს გადაგზავნილი, რადგან ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ, დაე, ვენეციის კომისიამ გასცეს პასუხი ამ კანონის ავკარგიანობას“,-აღნიშნა გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა