პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს - „20 დღე მარიუპოლში“ ფილმის რეჟისორი ოსკარის მიღების შემდეგ

ნახვები: 590 ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს - „20 დღე მარიუპოლში“ ფილმის რეჟისორი ოსკარის მიღების შემდეგ

ეს არის პირველი ოსკარი უკრაინის ისტორიაში. ეს ჩემთვის პატივია, მაგრამ, ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ ისტორიაში, რომელიც იტყვის: "ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს“, - ეს განცხადება უკრაინელმა რეჟისორმა, მესტილავ ჩერნოვმა გააკეთა, რომლის ფილმმა - „20 დღე მარიუპოლში“ - საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო.

„ამ ჯილდოს დავთმობდი, რუსეთი რომ არასდროს დასხმოდა თავს უკრაინას, არასდროს დაეკავებინა ჩვენი ქალაქები, არ დაეხოცა ათობით ათასი უკრაინელი, არ აეყვანა მძევლები“, - აღნიშნა უკრაინელმა რეჟისორმა.

მან სიტყვა დაასრულა სიტყვებით : „დიდება უკრაინას!“

„ოსკარის” 96-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „ოპენჰაიმერი“ დასახელდა.

„ოპენჰაიმერმა“, რომელიც 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, შვიდი „ოსკარი“ მოიგო - საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობის, მეორეხარისხოვანი როლის, კინომუსიკის, მონტაჟის და კინემატოგრაფიის ნომინაციებში გაიმარჯვა.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ კრისტოფერ ნოლანმა მიიღო, ფილმისთვის „ოპენჰაიმერი“.

"ეს არის პირველი ოსკარი უკრაინის ისტორიაში. ეს ჩემთვის პატივია, მაგრამ, ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ ისტორიაში, რომელიც იტყვის: "ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს“, - ეს განცხადება უკრაინელმა რეჟისორმა, მესტილავ ჩერნოვმა გააკეთა, რომლის ფილმმა - „20 დღე მარიუპოლში“ - საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო.

„ამ ჯილდოს დავთმობდი, რუსეთი რომ არასდროს დასხმოდა თავს უკრაინას, არასდროს დაეკავებინა ჩვენი ქალაქები, არ დაეხოცა ათობით ათასი უკრაინელი, არ აეყვანა მძევლები“, - აღნიშნა უკრაინელმა რეჟისორმა.

მან სიტყვა დაასრულა სიტყვებით : „დიდება უკრაინას!“

ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ემა სტოუნს გადაეცა ფილმისთვის „საბრალონი“ (Poor Things), საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი კილიან მერფი დასახელდა ფილმ „ოპენჰაიმერში“ შესრულებული როლისთვის.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ და'ვაინ ჯოი რენდოლფს გადაეცა, ფილმისთვის The Holdovers. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში კი რობერტ დაუნი უმცროსმა გაიმარჯვა ფილმისთვის, „საბრალონი“.

გასული წლის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა - „ბარბი“ „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ჯილდო „შემოდგომის ანატომიას“ გადაეცა.

„ოსკარის“ რიგით 96-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა