კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნახვები: 536 ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„სსფ-ის მისია საქართველოში, ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით, პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.

სსფ-ის მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.

შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.  ასევე გააცნო მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა