Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

აშშ-ს ჰაიტიზე გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი, მრავალეროვანი უსაფრთხოების მისიის გაგზავნა სურს

ნახვები: 491 აშშ-ს ჰაიტიზე გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი, მრავალეროვანი უსაფრთხოების მისიის გაგზავნა სურს

აშშ-ს ჰაიტიზე გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი, მრავალეროვანი უსაფრთხოების მისიის გაგზავნა სურს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

როგორც მილერი აცხადებს, ამის მიზეზი ჰაიტიზე ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაციაა.

„ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა დავიცვათ ჩვენი პერსონალი“, – ამბობს მილერი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. პორტოპრენსში განლაგებული ციხის შტურმი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი კენიაში გაემგზავრა, სადაც ჰაიტიში კრიმინალთან საბრძოლველად საერთაშორისო კონტინგენტის განლაგების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. საპასუხოდ, ჰაიტიში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ერთ-ერთმა მეთაურმა, მეტსახელად ბარბექიუიმ, პრემიერ-მინისტრს ომი გამოუცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა