Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება

ნახვები: 532 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი და ის პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის. ამის შესახებ ალასანიამ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დასავლეთის ვექტორი“ და ukraina.ge-მ „საქართველო-გზა ევროპისკენ“ პროექტის ფარგლებში გამართეს.

„დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება. ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი მიშა სააკაშვილის გვერდით არიან. ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი, ეს ყველამ იცოდეს“, - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ნიკა მელია იყენებს მიხეილ სააკაშვილის სახელს ცუდად? გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ „ვინც იყენებს, იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ და გაითვალისწინონ“.

„ხუთიანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო, არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში. ასე რომ ყველამ კარგად იცოდეს, ჩემი შვილი ამ პოზიციაზე ძალიან მყარად იქნება“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა