კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირი - ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს, ძალიან შემაშფოთებელია

ნახვები: 519 ევროკავშირი - ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს, ძალიან შემაშფოთებელია

ევროკავშირის ლიდერები მზად არიან უპასუხონ ირანის ქმედებებს ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით იმ ცნობების ფონზე, რომ თეირანი რუსეთს, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მომავალი კვირის სამიტის დასკვნების პროექტშია აღნიშნული.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს მესამე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის მატერიალური მხარდაჭერა. ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკურ რაკეტებსა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას გადასცემდეს, ძალიან შემაშფოთებელია. ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს სწრაფად და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულად, მათ შორის, ირანის წინააღმდეგ ახალი და მნიშვნელოვანი ზომების გატარებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დასკვნებში ასევე ნათქვამია, რომ ლიდერები მოუწოდებენ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკომისიას, მოამზადონ დამატებითი სანქციები ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა