Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

თეა წულუკიანი - სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს

ნახვები: 516 თეა წულუკიანი - სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს

საქართველოს ვიცე პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კანონიერ სასჯელს იხდის და საუბარი ვერ იქნება მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე.

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე.

„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. არახამიამ სამი პუნქტი დაასახელა, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, სჭირდება საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“, – დაწერა დავით არახამიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა