კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდით არის დაინტერესებული

ნახვები: 536 ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდით არის დაინტერესებული

ბულგარეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანისგან გაზის მიწოდების გაზრდით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანი ბულგარეთის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირების მნიშვნელოვანი წყაროა. 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ექსპლუატაციის საშუალებით, ბულგარეთი, ფაქტობრივად, სამხრეთის გაზის დერეფნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, რითაც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირებას. აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდისთვის პირობების უზრუნველყოფა ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს“, – განაცხადეს სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაზის მიწოდების მოცულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ბულგარეთის საბაზრო ინტერესსა და მოთხოვნაზე, არამედ მისი მეზობლებისაც.

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სამხრეთის გაზის დერეფნით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა