Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

საპატრიარქო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

ნახვები: 369 საპატრიარქო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს საპატრიარქო უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 89 წლის გახდა.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მის უწმინდესობას ამ დღეს.

მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს სწორედ ასეთი გამორჩეული საჭეთმპყრობელი გვარგუნა. მისი უწმინდესობა მრავალი წელია დაუღალავად გვასწავლის ქრისტეს რწმენის ერთგულებას, სიყვარულს, მადლიერებას, მოთმინებას, სიკეთეს, შენდობასა და ადამიანებზე ზრუნვას.

ვუსურვებთ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!

დაე, უფლის შეწევნით, კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა