კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - ჩემს თავს ვხედავ კოალიციაში და არა რომელიმე პარტიაში - „ნაციონალური მოძრაობის" რყევების პროცესი უნდა დამთავრდეს

ნახვები: 556 რომან გოცირიძე - ჩემს თავს ვხედავ კოალიციაში და არა რომელიმე პარტიაში - „ნაციონალური მოძრაობის" რყევების პროცესი უნდა დამთავრდეს

მე ჩემს თავს განვიხილავ დიდი კოალიციის ნაწილად - ჩემს თავს ვხედავ კოალიციაში და არა რომელიმე პარტიაში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" რყევების პროცესის დასრულების შემდეგ ოპოზიციას საშუალება ექნება, წარმოიდგინოს ის მოდელი, როგორ გადის საპარლამენტო არჩევნებზე.

„მე ყოველთვის ჩემს თავს ვხედავ იმ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ანუ კოალიციაში თუ ალიანსში, რომელიც ბარიერის გადალახვის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და გახარიას პარტიასთან ერთად, (დიდი ალბათობით გახარიას პარტიაც გადალახავს) შექმნის ახალ კოალიციას და ჩამოაყალიბებს მთავრობას. ეს მოდელი მუდამ იყო ჩემი მხრიდან მხარდაჭერილი. მე ჩემს თავს განვიხილავ დიდი კოალიციის ნაწილად. „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის დღიდან, მე არასდროს მითქვამს, რომ მე შევდივარ რომელიმე პარტიაში - ან არსებულში, ან ახლად შექმნილში“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია "ახალს" დიდი პერსპექტივა და გაფართოების რესურსები აქვს.

„თუ როგორი იქნება ოპოზიციის განლაგება წინასაარჩევნოდ სტარტზე, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, სანამ არ დამთავრდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში". გვეგონა, რომ ეს პროცესი დამთავრდა და ნიკა მელიას მომხრეები შექმნიდნენ პარტიას, მოულოდნელად, სულ სხვა რეალობა მივიღეთ და გვარამია თავისი მომხრეებით ასევე გამოეყო "ნაციონალურ მოძრაობას". კარგია, რომ არ იქმნება ორი პარტია, ამ შემთხვევაში ერთი მძლავრი პარტიის შექმნა, რომელსაც აქვს დიდი პერსპექტივა, არის სწორი. „ნაციონალური მოძრაობის" რყევების პროცესი უნდა დამთავრდეს. ამის შემდეგ ოპოზიციას ექნება საშუალება წარმოიდინოს ის მოდელი, როგორ გადის - გადის პარლამენტში მეტი ადგილებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გზით, თუ გადის ამ ხელისუფლების შესაცვლელად," - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა