პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

შალვა პაპუაშვილი - 2008 წლის ომი, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია

ნახვები: 567 შალვა პაპუაშვილი - 2008 წლის ომი, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია

2008 წლის აგვისტოს ომზე თავად "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს - ის არის მონაწილე იმ რეზოლუციის, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს და მხარი დაუჭირეს, სადაც ისინი ამბობდნენ ქართულ ჯარზე, რომ საომარი მოქმედებები სწორედ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჰააგასა და სტრასბურგში მათი ხელისუფლების პირობებში ყველა ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა.

,,წლებია, ჩვენ ვცდილობდით, რომ ამ საკითხზე თავი აგვერიდებინა, მათ შორის სასამართლო პროცესების გამო ჰააგასა და სტრასბურგში. ყველა ეს პროცესი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საქმეები იმდენად სუსტად ყოფილიყო მომზადებული, რომ საქართველოს წაეგო, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შემოატრიალა და პროცესები მოვიგეთ. ის, რომ 2008 წლის ომი მინიმუმ ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, მგონი, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება. საჭიროა თუ არა გამოძიება და ა.შ. ეს არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ისინი პოლიტიკური დამნაშავეები არიან იმ უბედურებებზე, რაც საქართველოში მათი ხელისუფლების დროს ტრიალებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა