კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი - პარადოქსია ის, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის

ნახვები: 580 ანრი ოხანაშვილი - პარადოქსია ის, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით პარადოქსია ის, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის. მისი თქმით, კარგია, როდესაც კეზერაშვილის შემთხვევაში წერტილი დაესვა კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას.

,,პარადოქსია ის, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის. ეს ადამიანი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და მხილებულია ევროპის მასშტაბით კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებში.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურად იკვეთება ის, რომ მას არც აქამდე არ უნდა ჰქონოდა ამერიკაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა კარგია, როცა წერტილი დაესმება ხოლმე კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები დასრულდება არა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, კრიმინალის ინტერესების საზიანოდ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა