კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის პარტიას მინდა ვკითხო: თავში ტვინი არა გაქვთ? რას უმოწმებთ ტაქსის მძღოლებს ან რა ლიცენზია აგიტყდათ?

ნახვები: 581 გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის პარტიას მინდა ვკითხო: თავში ტვინი არა გაქვთ? რას უმოწმებთ ტაქსის მძღოლებს ან რა ლიცენზია აგიტყდათ?

კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან ლარნახევარი? სად მიდის ეს ფული? - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე საწვავზე გაძვირებულ ფასს ბაზარზე მონოპოლიის პრობლემას უკავშირებს.

„დღეს საქართველოში აბსოლუტურად ყველას საწვავის ძალიან მაღალი ფასი აწუხებს. კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან ლარნახევარი? სად მიდის ეს ფული? 1 ლარი და 65 თეთრი ღირს საწვავი (ამ შემთხვევაში ბენზინზე ვსაუბრობთ, დიზელზეც იგივე სიტუაციაა), როცა საზღვრამდე ეს საწვავი მოდის. მერე ქვეყნის შიგნით ისე ხდება სიტუაციის დალაგება, რომ თითქმის ორმაგდება ამის ფასი. შესაბამისად, კობახიძეს კითხვას ვუსვამ, სად მიდის ლარნახევარი? ერთი, რომ გადასახადები გაზარდეთ, მეორე, რომ გაზარდეთ მარჟები, რომელსაც მონოპოლიურ-მაფიოზური „კლანი“ თქვენთან ერთად ჯიბეში იდებს! საწვავში არის მონოპოლია. ამას სხვათა შორის, თქვენი სააგენტოებიც ადასტურებენ, მონოპოლიური ბაზარი არის შექმნილი. მიგვაბით მთლიანად რუსულ საწვავზე. გვეუბნებოდით, რომ ვითომ ბენზინი და დიზელი საქართველოში გაიაფდებოდა, პირიქით მოხდა, ყველაფერი გაძვირდა. ფასები იზრდება, შემოსავლები იკლებს. ბენზინი ძვირდება, [ტაქსების] კლიენტების რაოდენობა მცირდება.

ივანიშვილის პარტიას მინდა ვკითხო, თავში ტვინი არა გაქვთ? რას უმოწმებთ ამ ადამიანებს, [ტაქსის მძღოლებს], იქნებ ორი კაპიკი მიიტანონ სახლში, ამ გაჭირვებულ ყოფაში ოჯახი შეინახონ. რა ტაქსის ლიცენზიები აგიტყდათ? თბილისს არ ეყოფოდა, ახლა თქვეს, მთელს საქართველოში უნდა შემოვიღოთო. ზოგიერთ რაიონში, ტაქსი ფიზიკურად არ არის. მადლობა უნდა უთხრა ადამიანს, ტაქსის სერვისს თუ აწარმოებს იმიტომ, რომ ტურისტი ჩადის, თუ ვინმე ჩადის, გადაადგილების საშუალება არ არის. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანებს [ტაქსის მძღოლებს] ყელში ხომ არ უნდა წავუჭიროთ ბოლომდე? - უბრალოდ არ შეიძლება.

ირაკლი კობახიძეს ვეკითხები, სად მიდის ლარნახევარი? მთელი საქართველო ელოდება პასუხს თქვენგან, სად მიდის ლარნახევარი? ვინ მდიდრდება ხალხის ხარჯზე? ამ შეკითხვაზე თქვენც და ივანიშვილის პარტიამ კოლექტიურად პასუხი გაგვეცით!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა