კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირის, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო

ნახვები: 543 ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირის, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირის და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ.

რეზოლუციის პროექტს, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“, მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტის წევრები გამოდიან წინადადებით, განიხილონ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

„სომხეთი თუ დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მიღებით და გააგრძელებს გზას სტაბილური რეფორმებისკენ, რაც გაამყარებს დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“, – წერია ერთობლივი რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

„სომხეთის რესპუბლიკა მზად არის, უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, რამდენადაც ამას ევროკავშირი მიიჩნევს შესაძლებლად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც ციტირებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლას ევროპარლამენტში 2023 წლის 17 ოქტომბერს.

რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაზეც.

„აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის თითქმის 170 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას“, – წერია რეზოლუციის პროექტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა