თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ნახვები: 543 თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული. 

 საცხოვრებელ კორპუსში აფეთება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„პირველადი დათვალიერებით გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება, კომერციულ ფართში. შიგნით მაცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, კორპუსის სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილი არის ყველა მოქალაქე და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები“, – განაცხადა მუსელიანმა.

დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარიტიშვილი აცხადებს, რომ მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე, იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა.

როგორც მან შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ ყველაფერში. გამგეობა და მერია უზრუნველყოფს ამ კორპუსში მცხოვრებლებს საცხოვრებელი ბინებით და ყველა იმ საჭიროებით, რაც აქვთ“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა