კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კოვიდკლინიკები ყველანაირად მომზადებული ხვდებიან ახალ გამოწვევებს-თამარ გაბუნია

ნახვები: 377 კოვიდკლინიკები ყველანაირად მომზადებული ხვდებიან ახალ გამოწვევებს-თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი შტამი „ომიკრონი" და სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნა განიხილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო „კოვიდის" საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერდოზის გამოყენება რჩება.

„ბუნებრივია, ​„კოვიდის" მართვის პროცესში არის ახალი გამოწვევები. მსოფლიო დღეს უმკლავდება „ომიკრონის" ახალ ტალღას. კლინიკებთან ვისაუბრეთ მათი მზადყოფნის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებს ხედავენ. საბედნიეროდ, დღეს კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზადყოფნა კვლავაც რჩება მაქსიმალური - პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე, ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც. ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე, მოქალაქე იღებს 200-ლარიან წახალისებას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა