კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა ოდიშარია ორ მოსამართლეზე, რომელიც უზენაეს სასამართლოს არ ეთანხმება - ამ მოსამართლეებს ვურჩევდი, თავი დაანებოს კეკლუცობას

ნახვები: 499 ბექა ოდიშარია ორ მოსამართლეზე, რომელიც უზენაეს სასამართლოს არ ეთანხმება - ამ მოსამართლეებს ვურჩევდი, თავი დაანებოს კეკლუცობას

ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, თავი დაანებონ კეკლუცობას. წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოსო. როგორც წესი, ის ადამიანები ხმაურობენ ყველაზე მეტად, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. "ვეტინგთან" დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს.

როგორც ოდიშარია აცხადებს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ სწორედ ეს ორი მოსამართლე არ არის რაღაცაში კეთილსინდისიერი.

მისივე თქმით, "ვეტინგის" სისტემა არის "ადეიშვილიზმი", ანუ ზურაბ ადეიშვილის სისტემა.

"მე როგორც პარლამენტის წევრს და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს, რომ შევიდე კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი, მათაც დაანებონ თავი კეკლუცობას, იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოსო. შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები. ხომ იცით, როგორც ხდება, ის ადამიანები ხმაურობენ როგორც წესი და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შესაძლოა, ქუდი ეწვოდეთ," - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ უზენაესი სასამართლოს პოზიციას ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ იზიარებს. მანამდე, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა