Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გია ვოლსკი - ცრუპენტელობა ახასიათებს ზოგიერთს, სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც

ნახვები: 508 გია ვოლსკი - ცრუპენტელობა ახასიათებს ზოგიერთს, სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც

შეიძლება შენ თავს ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი დაარქვა, მაგრამ რეალურად შენი საქმით იყო ისეთ პარტიულ თუ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ელემენტებს შეიცავენ - სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩასულიყო, გზიდან გააბრუნეს, რაც “კულტურული ბოლშევიზმია”.

მისი თქმით, ნებისმიერ ღონისძიებაზე ყველა არტისტი ერთი უფლებით სარგებლობს, “განსხვავებით იმ ბოლშევიზმისგან თუ ფაშიზმისგან, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მოკავშირეებს ჰქონდათ დამყარებული 2012 წლამდე”.

“საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ბოლშევიზმზე ნაკლებად ვისაუბრებდი. შეიძლება შენ თავს დაარქვა ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მაგრამ რეალურად შენი საქმით იყო ისეთ პარტიულ თუ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ელემენტებს შეიცავენ თავის მოქმედებებსა და პოლიტიკაში. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით, მგონი, არასწორი წარმოდგენა აქვს.

თუ რომელიმე ანსამბლი არსებობს, მღერის ან მოღვაწეობს ჩვენთან ხელოვნების ასპარეზზე, არავისთვის არავის უკითხავს, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. ნებისმიერ ღონისძიებაზე ყველა არტისტი ერთი უფლებით სარგებლობს განსხვავებით იმ ბოლშევიზმისგან თუ ფაშიზმისგან, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მოკავშირეებს ჰქონდათ დამყარებული 2012 წლამდე. “შავი სიები” არსებობდა ხელოვანებისა, რომელთაც არსად უნდა მოეღოთ მონაწილეობა. ამის შესახებ თავადაც იცის, მაგრამ მოსწონდა ალბათ ასეთი პოლიტიკა.

რაც შეეხება ანსამბლის უკან გაბრუნებაში სუს-ის ჩართულობას, ეჭვი მეპარება. საერთოდ, ეს ცრუპენტელობა ახასიათებს ზოგიერთს. არ მგონია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება რაიმე ისეთი არსებობდეს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს. “შავი სიები” არსებობდა, ბოლშევიზმიც იყო, ფაშიზმიც; ხელოვანები შეზღუდულები იყვნენ, თუ “ნაცმოძრაობისგან” მწვანე შუქი არ ჰქონდათ. ახლა ასეთი რამ არ ხდება და მადლობა ღმერთს. სახელოვნებო სივრცეში ვხედავთ ყველას - თეატრები, ანსამბლები, ცალკეული შემსრულებლები გაბნეულები არიან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ნიშებში, მაგრამ ერთად არიან, როდესაც რაიმე ღონისძიება ტარდება. ეს ჩვენი პოლიტიკაა და ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, “თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა”.

“თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი ამას რა ჰქვია”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა