კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, როცა მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოსამართლე აყვები

ნახვები: 545 ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, როცა მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოსამართლე აყვები

მოსამართლეობის ყველა კანდიდატი იქნება პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლოში, თუ უზენაეს სასამართლოში, რა თქმა უნდა, სანამ კანდიდატი გახდება, კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებას ექვემდებარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ცალკეული მოსამართლეები ხომ არ პოზიციონირებენ მიზანმიმართულად, თუ ეს ასეა, მაშინ ისინი მოსამართლეობის ნაცვლად თავს წარმოადგენენ, როგორც კონკრეტული NGO-ს წარმომადგენლები.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე ეს მოსამართლეები კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასდნენ, კონკრეტული იმ კონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. საკითხის ისე დაყენება, რომ მოსამართლეების შეფასება კიდევ უნდა მოხდეს, ეჭვებს ბადებს - რას ემსახურება, ამ კრიტერიუმებით ერთხელ უკვე შემოწმებული მოსამართლეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონკრეტული პირების თუ ექსპერტების მხრიდან შეფასება, რა არის ამის საფუძველ?! ამის საფუძველს ვერ ასახელებენ. ალბანეთის მაგალითზე საფუძვლად სისტემური კორუფციის პრობლემა დაასახელეს, რაც ვერც ერთ შემთხვევაში საქართველოში ანალოგად ვერ იქნება გამოყენებული, რადგან საქართველო მექრთამეობის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპაში საუკეთესო ათეულშია,” - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, როცა მოსამართლე მედეგობას ვერ აბარებს, ეს ფაქტი დამაფიქრებელია.

„რაც შეეხება ცალკეულ მოსამართლეთა განცხადებებს, რომ ისინი ავლენენ, რომ არიან ძალიან გაბედულები და თითქოს რაღაც შეფასებას არ უშინდებიან, ვფიქრობ, რომ ბულინგმა და ზეწოლამ, რაც მდიდარმა - NGO-ებმა და ოპოზიციურმა რადიკალურმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომ მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ, შედეგი გამოიღო - ცალკეულმა მოსამართლემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და მათ ჰგონიათ, რომ ამ დამოკიდებულებით რაღაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, როცა გამოვიდნენ და ამბობენ, თურმე, რა პრობლემა შემოწმება. მოსამართლეს სავალდებულო წესით მედეგობა უნდა ახასიათებდეს, რომ არ დაექვემდებაროს და არ დაემორჩილოს მარტივად თავს მოხვეულ აზრს, მათ მედეგობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ძალიან სამწუხაროა, როცა მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოსამართლე აყვები და არ იხელმძღვანელებ კონსტიტუციით გარანტირებული იმ უფლებით, რომელიც მისთვის უზრუნველყოფილია. როცა მოსამართლე მედეგობას ვერ აბარებს, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოწყვლადია და დიდი რისკი არსებობს კონკრეტულ გახმაურებულ საქმეზე თუ სხვა საკითხზე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება და დადგება არა კანონისა და სიმართლის მხარეს, არამედ თავს დაუხრის კონკრეტულ ინტერესებს და ამით თავდაყირა დააყენებს ჭეშმარიტების დადგენის იდეას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება საკითხს, ცალკეული მოსამართლეები ხომ არ პოზიციონირებენ მიზანმიმართულად - თუ ეს ასეა, რაც გამორიცხული არ არის, მაშინ გამოდის, რომ ისინი მოსამართლეობის ნაცვლად თავს წარმოადგენენ, როგორც კონკრეტული NGO-ს წარმომადგენლები და მათი ინტერესების გამხმოვანებლები. ესეც მეორე უკიდურესობაა და უმძიმესი რამეა, როცა მოსამართლე ექვემდებარება არა კონსტიტუციას, არამედ ცალკეულ მდიდარ ენჯეოებს,” - განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა