კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ლეიბორისტული პარტია", შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

ნახვები: 402 "ლეიბორისტული პარტია", შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

„ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხზე ფეისბუქზე გამოკითხვას ჩაატარებენ.

გუგავას თქმით, შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, თუმცა პარტიაში სხვა მოსაზრებებია.

მისივე განცხადებით, საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი.

„მას შემდეგ, რაც დაირღვა საერთო ოპოზიციური ბოიკოტი და სამწუხაროდ, შევიდნენ გაყალბებულ პარლამენტში, საკრებულოებში და დღემდე არ აპირებენ გარეთ გამოსვლას, პარტიაში დაიწყო მსჯელობა, ხომ არ გადაგვეხედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით გაიმართება გამოკითხვები, ჩვენს ამომრჩეველს შორის, მათ შორის ფეისბუქგამოკითხვები.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, მას შემდეგ, რაც საერთო ოპოზიციურმა ბოიკოტირებამ დაკარგა შინაარსი, ვინაიდან ვერ გამოგვყავს გარეთ ოპოზიციის ე.წ წარმომადგენლები, მათი იქ ურჩევნიათ ყოფნა, პარტიამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმის მხილება, რათა ოდნავ მაინც შევაჩეროთ ის დამღუპველი გადაწყვეტილებები, რასაც ლამის ყოველდღიურად იღებენ და ყელში ყულფს უჭერენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვა როგორიც იქნება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი, იმის მიხედვით გადავწყვეტთ.

შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, უფრო იხრება არშესვლისკენ, მაგრამ პარტიაში სხვა მოსაზრებებია. ბოლო ერთი თვეა, ეს მსჯელობა დაწყებულია. ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას", - განაცხადა გუგავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა