კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიურ პროცესებზე, პრეზიდენტი ხმამაღლა საუბრობს

ნახვები: 637 თეონა აქუბარდია - როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიურ პროცესებზე, პრეზიდენტი ხმამაღლა საუბრობს

როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიურ პროცესებზე, პრეზიდენტი ამაზე ხმამაღლა საუბრობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

აქუბარდიას არ მიაჩნია მართებულად, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტისთვის ტერმინოლოგიის სწავლება სწორი იყოს.

„ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ის იერიში, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის ამ განცხადებას მოჰყვა, ბევრად უფრო ხელოვნური მგონია, ვიდრე რეალური პრობლემა. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე საოკუპაციო, ანექსიის პროცესებზე ხმას არ იღებს. ერთადერთი არის პრეზიდენტი, რომელიც ამას ღიად, მათ შორის, საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებით საუბრობს.

რაც შეეხება თავად ტერმინოლოგიას, ბუნებრივია, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ ტერმინების გამოყენება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში ჯდება და ე.წ. სასამართლო და სხვა ფორმულირებები, ვფიქრობ, პრეზიდენტმა კარგად იცის. ვფიქრობ, რომ ტერმინი აფხაზი მოსამართლე პრობლემა არ არის, თუმცა ტერმინოლოგიურად ე.წ. სასამართლო არის სწორი ფორმულირება. არ მგონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში და ახლა, პრეზიდენტობის მოკლე პერიოდში ამ ტერმინოლოგიის სწავლება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის მიმართ სწორი იყოს. ამ მოცემულობაში, ისინი ყველა შემთხვევაში ჩასაფრებულები არიან. როდესაც „ქართული ოცნება“ დუმს ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიურ პროცესებზე, პრეზიდენტი ამაზე ხმამაღლა საუბრობს. ამ მოცემულობაში, ეს არის გარკვეულწილად შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდეს და არა რეალური ტერიტორიული მთლიანობის სურვილი, რომელიც მთლიანად ქვეყანას უნდა გააჩნდეს და არა მხოლოდ პრეზიდენტს ან გარკვეულ ჯგუფს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯი შეაფასა, როგორც „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან.“

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა