კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა ოდიშარია - ჩვენს მიერ არჩეული ზეპარტიული პრეზიდენტი მავნებელი ოპოზიციის უბრალო შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა

ნახვები: 585 ბექა ოდიშარია - ჩვენს მიერ არჩეული ზეპარტიული პრეზიდენტი მავნებელი ოპოზიციის უბრალო შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა

მერვე, თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანათ ბეჭებზე ვდებთ. არანაირი გაყალბება არ გვჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს მავნებლები და ხელმოცარულები დავამარცხოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

„ღრმა წუხილს გამოვხატავ, რომ ჩვენ მიერ არჩეული ზეპარტიული პრეზიდენტი მავნებელი ოპოზიციის უბრალო შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა. საკუთარი განცხადებებით ამას ყოველდღე ამყარებს. ჩვენ, ყოველგვარი გაყალბების გარეშე უკვე მერამდენე არჩევნებია, თვლაც კი გაჭირდა, მერვე, თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანათ ბეჭებზე ვდებთ. არანაირი გაყალბება არ გვჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს მავნებლები და ხელმოცარულები დავამარცხოთ. ზურაბიშვილს მოვუწოდებდი, სახე შეინარჩუნოს და რაიმენაირად საკუთარი ვადის ამოწურვამდე თავი მიიტანოს მოჩვენებით მაინც ისეთ პრეზიდენტად, როგორც აირჩია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა“,-აღნიშნა ოდიშარიამ.

ამასთან, კითხვაზე, აპირებს, თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ე.წ. მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს ცესკოსთან დაკავშირებით, ოდიშარია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მისი ასეთი ინტერვენცია, რომელიც საფუძველს არის მოკლებული, არ იქნება მიღებული.

„მით უმეტეს, ვეტოს სახით გამოხატული დემარში მიმდინარე კვირას დაძლეული იქნება. მყარად მიგვაჩნია, რომ ყველა ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს საშუალება გამყარებული იყოს კანონმდებლობით, სტაბილური იყოს და საკუთარი ქმედებები განახორციელოს იმგვარად, რომ ქართველ ხალხს წაადგეს. ყველა დემარში, იქნება ეს საარჩევნო კომისია, თუ სხვა, ყველა ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს ჩვენგან იქნება აღკვეთილი, მათ შორის, ვეტო იქნება დაძლეული“,- აღნიშნავს ოდიშარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა