კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილჰამ ალიევი - ახლოს ვართ მნიშვნელოვან მიღწევასთან, ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დადგება

ნახვები: 523 ილჰამ ალიევი - ახლოს ვართ მნიშვნელოვან მიღწევასთან, ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დადგება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებისას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ახლა უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე.

„ახლა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლოს ვართ მნიშვნელოვან მიღწევასთან. ეს იქნება სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება კავკასიაში“, – აღნიშნა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დადგება.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ დაგვეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. დღევანდელ დღემდე ჩვენს სომეხ კოლეგებთან სამშვიდობო მოლპარაკებების შვიდი რაუნდი ჩავატარეთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა