პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიხეილ სააკაშვილი - დღეს საქართველოში მმართველი კლანი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება

ნახვები: 544 მიხეილ სააკაშვილი - დღეს საქართველოში მმართველი კლანი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში მმართველი კლანი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება.

მისივე თქმით, საქართველოში 350 000 ადამიანი 800 ლარის ოდენობის ხელფასს იღებს.

„დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს და არ ყიდულობენ ხაჭაპურებს მარტივი მიზეზის გამო – ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რადგან ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

„წარმოიდგინეთ, საქართველო არის ისეთი მანქანა, რომელსაც საჭესთან უზის ადამიანი, რომელიც მიაქანებს უფსკრულისკენ და გადაჩეხავს, ქართველი ხალხი ჩაკეტილი ჰყავს სადღაც საბარგულში. ესენი მანქანიდან უნდა გადავყაროთ და გავუშვათ, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ქმედითები.

თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ იმ თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები და არასდროს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ბედის ბორბალს აუცილებლად დავატრიალებთ წაღმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა