პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირანული „შავი კატა“ „ამირანში“ - ფილმის პრემიერას ცნობილი ირანელი მსახიობები დაესწრებიან

ნახვები: 414 ირანული „შავი კატა“ „ამირანში“ - ფილმის პრემიერას ცნობილი ირანელი მსახიობები დაესწრებიან

დღეს, 8 იანვარს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ თანამედროვე ირანლული ფილმის  - „შავი კატა“ პრემიერა გაიმართება, რომელსაც ფილმის მთავრი გმირები, ცნობილი ირანელი მსახიობები - რადან ბაჰრამი და ფარვანე თარლანიც დაესწრებიან.  აღსანიშნავია, რომ მსახიობი და მუსიკოსი ბაჰრამ რადანი ფილმში თავის რეალურ პერსონაჟს განასახიერებს - სატელევიზიო შოუს უძღვება და მოულოდნელად, ახალგაზრდების ჯგუფის გამო,   თავგადასავალში ეხვევა, რომელიც მის საქმიანობასა და პირად ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

ფილმი ირანელი ახალგაზრდა მუსიკოსების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთა ინტერესები და მუსიკალური გემოვნება ქვეყნის მთავრობისთვის მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ისინი მიწისქვეშა მოღვაწეობას განაგრძობენ.  

„ყველა კატას უყვარს თევზი, მაგრამ არ უნდა თათების დასველება; ოცნებების ახდენა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ყოველთვის შეიძლება უფრო მარტივი გზის პოვნა მიზნის მისაღწევად, ნებისმიერ ფასად,“ - ასეთია ფილმის მთავარი მოტივი.

„შავი კატა“ სოფიისა და ვარშავის საერთაშორისო ფილმების ფესტივალებზე საუკეთესო ფილმების ნომინანტებს შორის დასახელდა.

ცნობისთვის: თბილისში ფილმის პრემიერას ორგანიზებას IMP – Iranian Movie Premiere, კომპანია Georgia Holiday-თან ერთად უწევს. 

ღონისძიება არ იქნება ერჯერადი ხასიათის, IMP – Iranian Movie Premiere სამომავლოდაც გეგმავს ირანული ფილმების ჩვენებების გამართვას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა