კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 407 დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონია. ამ რეფორმით ჩანაცვლდა ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოქმედი კანონი, რომელსაც, განსაკუთრებით დერეგულაციის ტალღის შედეგად, თითქმის სრულად გამოცლილი ჰქონდა შინაარსი.

ამით, შესრულდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი, ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის სამართალს და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის.

გასახარია, რომ მიუხედავად რთული წლისა, პარლამენტმა ამ ისტორიული რეფორმის განხორციელება შეძლო. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სარჯველაძეს, რომელმაც ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო შარშან პარლამენტის წევრის რანგში, უხელმძღვანელა პროექტის შექმნის პროცესს და ის კანონად აქცია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეცნიერს, მოსამართლეს, ადვოკატს, ბიზნესის წარმომადგენელს, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რომლებიც როგორც ავტორი, თუ როგორც პროექტის განხილვის დროს კონსულტაციის გამწევი, ჩართული იყვნენ ამ კანონის შექმნაში.

ახლა, ჯერი კანონის სწორ დანერგვაშია, რისთვისაც გადამწყვეტია მეცნიერებისგან ბევრი სტატია და წიგნი ამ კანონზე, ხოლო პრაქტიკოსებისგან - თითოეული ნორმის გააზრება და სწორი გამოყენება.

ამ საქმეში, ერთ-ერთი დამხმარე, ქვემოთ ბმულზე მოცემული განმარტებებიც იქნება, რომელიც ჯერ კიდევ კანონის ბოლო რედაქციის მიღებამდე შეიქმნა და რომელშიც კანონპროექტის თითოეული ნორმა დეტალურად არის ახსნილი. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა ამ განმარტებების ავტორებს გიორგი ჯუღელს და გეგა გიგუაშვილს.

ბმული იხილეთ აქ https://bit.ly/33ggQ7Z

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა