თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს - რა დაგიშავათ ხალხმა?!

ნახვები: 489 გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს - რა დაგიშავათ ხალხმა?!

ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა. რა დაგიშავათ ხალხმა? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიუსელიდან „ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ვაშაძის განცხადებით, ის ბრიუსელში ესაუბრა ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, თუმცა სამუშაო ადგილები არ არის, ფასები უკიდურესად იზრდება და საკუთარ ოჯახებს ვერ არჩენენ.

„ბიძინა ივანიშვილს მინდა დავუსვა კითხვა ბრიუსელიდან, რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა? ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა. რა დაგიშავათ ხალხმა?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდემდე აპირებთ, რომ მხოლოდ თქვენ და თქვენი გარემოცვა მდიდრდებოდეს და ხალხი ღარიბდებოდეს?

ყველა ჩვენს პატრიოტ ქართველს, ყველა ჩვენს თანამემამულეს სურს ქვეყანაში დაბრუნება. ახლა ვესაუბრეთ ემიგრანტებს ბრიუსელში, მათ უნდათ სამშობლოში დაბრუნება მაგრამ სამუშაო ადგილები არ არის, ფასები უკიდურესად იზრდება, უბრალოდ ვერ არჩენენ საკუთარ ოჯახებს.

ეკონომიკა დღეს მუშაობს თქვენთვის და თქვენი გარემოცვისთვის და სამწუხაროდ არ მუშაობს ხალხისთვის. კიდევ ერთხელ გისვამთ კითხვას, როდემდე აპირებთ ქვეყნის ძარცვის გაგრძელებას? როდემდე აპირებთ ამ გაუსაძლისი პირობების შექმნას? და ეს ცინიკური დამოკიდებულება თქვენი პარტიის წარმომადგენლების, თითქოს არ იყოს ემიგრაციის პრობლემა, თითქოს არ იყოს ფასების ზრდის პრობლემა, თითქოს არ იყოს უმუშევრობის პრობლემა. რომ ამბობთ ორნიშნად გაიზარდა ეკონომიკაო, ვისთვის? - თქვენთვის. დიახ, თქვენთვის გაიზარდა, რადგან ეკონომიკა მარტო თქვენთვის მუშაობს და არა ხალხისთვის, ამიტომ გაეცით მთავარ კითხვას პასუხი, როგორ აპირებთ ამ საკითხების მოგვარებას? რატომ ხდება ეს უსამართლობა ქვეყანაში? რატომ უწევს ასიათასობით ადამიანს ქვეყნიდან წასვლა?

ღმერთმა ნუ ქნას, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი არ შეიცვალოს, კიდევ უარესობისკენ წავა ყველაფერი. მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არის დიდი ცვლილებების დღე. ცვლილებების დრო მოვიდა, ჩვენ დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას, გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მოვიზიდავთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია დავიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს განვითარების, გაერთიანების და ერთად დგომის. მჯერა, რომ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ავაშენებთ საქართველოს, სადაც ყველა მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა