PACE - ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“
პროკურატურა - სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა
პროკურატურა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე - ადამიანები, რომელთა დაკავებასაც დამატებით ითხოვენ, შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა
ალექსანდრე დარახველიძე - ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული
პეტრე ცისკარიშვილი - ბრიუსელი შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე არ წავიდოდა და საქართველოსთან დაგეგმილი დიალოგი ამიტომ გააუქმა
ისაკო დევიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი - უფასო თიბისი ბარათით

რომან გოცირიძე: რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი?

09.01.2022 ნახვები: 1067

ღარიბი მღვდელებისა და მასობრივი ეკლესიიზაციის შესახებ საუბრობს პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი ოპრეზიდენტი რომან გოცირიძე.

"ბოლო პერიოდში იმატა ინფორმაციამ სასულიერო პირების გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. სასულიერო ელიტა(ბიუროკრატია) მდიდრდება, დანარჩენი სიღარიბეშია და კომუნალური გადასახადების გადახდაც კი უჭირთ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებრივი და ფინანსური მოწყობა შორს არაა გაცდენილი შუასაუკუნოებრივ მოდელს, ეს დიდი თემაა და ამაზე ცალკე საუბარია საჭირო. ახლა ამაზე არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო დღეებში ზოგიერთი მღვდლის მხრიდან ასე ისმის: ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას, რატომ უნდა შეგვინახოს მრევლმა, რომელსაც ისედაც უჭირს? აბა ვინ უნდა შეინახოს, ბიუჯეტმა? თუ ამ გამონათქვამში საპატრიარქო იგულისხმება, საიდანაც ცენტრალუზებული რესურსების გადანაწილება მართლაც უსამართლოდ და კორუფციულად ხდება, პრეტენზია სწორი შეიძლება იყოს, ნაგრამ ამ რესურსების წყარო ვინ უნდა იყოს, მრევლი თუ ბიუჯეტი? ამ შემთხვევაშიც პრობლემა იგივე რჩება.
სასულიერო პირების და ახალი ასლი-ეკლესიების სიმრავლე განიხილება ქვეყანაში სულიერი ცხოვრების განვითარების კრიტერიუმად. სინამდვილეში ეს საფუძველშივე მცდარი აზრია. რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს.
ერთი უბნის მაგალითი, სადაც მე ვცხოვრობდი: მეტრო დელისის მიდამოებში, ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს-ასათიანზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჩამოაჭრეს ტერიტორია და შიგ ეზოში ჩადგეს. რითი ახსნეს ეს? "პაციენტებისათვის სულიერი მხარდაჭერის მიზნით". იქ უკვე არც ფსიქიატრიული საავადმყოფოა და არც მისი პაციენტები-გაიყიდა ტერიტორია და ორი ცათამბჯენი აშენდა, ფსიქიატრიული კი ქავთარაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც ეზოში ერთი ხეც კი არა დგას. ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ სიტყვამ მოიტანა.
რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი? ყველა მორწმუნემ ჩუსტებით შეირბინოს უბნის სალოცავში? რა მოსდის ამასობაში კულტურული მემკვიდრეობის ასეულობით ძეგლს? ნადგურდება. გინახავთ ბიზნესმენი, ძველი ნანგრევები რომ გაეწმინდოს? მათ უნდათ რომ ღმერთს ცინცხალი კოპიო-ეკლესია შესწირონ, ამით უფრო შეამჩნევს იგი და მრევლიც(ელექტორატიც).
საქართველოს ეკლესიაში დარღვეულია მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღი კანონი, მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდება( მღვდლების რაოდენობა) ბევრი, ამიტომაც ხდება რესურსების დაქუცმაცება და ამიტომაც არის ღარიბი ყველა( გარდა ელიტისა). ეს უკვე საეკლესიო ბიუჯეტირების თემაა, რაც, როგორც თავიდანვე ვთქვი, ცალკე საკითხია".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა