კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს წარადგენს წინადადებებს, რომლებიც ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესებს ცვლის

ნახვები: 592 ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს წარადგენს წინადადებებს, რომლებიც ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესებს ცვლის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს წარადგენს წინადადებებს, რომლებიც შეცვლის ევროკავშირის ახალი წევრების მიღების წესებს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ამჟამინდელი მიდგომის – „ყველაფერი ან არაფერი“ ნაცვლად, ბრიუსელს სურს, ეტაპობრივად შეამსუბუქოს უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში მყოფ ქვეყნებს, მიიღონ გარკვეული სარგებელი, ვიდრე წლების ან ათწლეულების განმავლობაში დაელოდონ, ვიდრე ისინი განახორციელებენ აუცილებელ რეფორმებს.

კერძოდ, ბრიუსელი სურს, ეტაპობრივად დაუშვას გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნები ერთიან ბაზარზე. ევროკავშირის ლიდერებს დასჭირდებათ, იმსჯელონ წვდომის რომელ ხარისხებსა და ნაბიჯებს რა ვალდებულებები უნდა მოჰყვეს.

ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ერთსულოვანი გადაწყვეტილებებიდან კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე გადასვლას.

27 ევროკომისარი აპირებს, მხარი დაუჭიროს დოკუმენტს კოლეგიის დღევანდელ შეხვედრაზე.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი ნერვიულობს დოკუმენტის გამო, რადგან მათ არ სურთ დიდი ყურადღება გამახვილდეს გაფართოებაზე ევროკავშირის ივნისის არჩევნების წინ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა