თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შს მინისტრი - 2023 წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი ავტომობილებით, მათ შორის მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და წყლის სატრანსპორტო საშუალებებით

ნახვები: 557 შს მინისტრი - 2023 წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი ავტომობილებით, მათ შორის მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და წყლის სატრანსპორტო საშუალებებით

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და წყლის სატრანსპორტო საშუალებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის და უკვე გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„ყველა მეხანძრე-მაშველი უმაღლესი სტანდარტის ცეცხლმედეგი ფორმით და შესაბამისი სპეცტექნიკით არის აღჭურვილი. გასულ წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 4 სწრაფმავალი კატარღა, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახანძრო-სამაშველო მანქანა, 3 მილიონ ხუთასი ათასი ლარის ღირებულების მეხანძრე-მაშველისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება და 4 მლნ ლარამდე ღირებულების სახანძრო ტექნიკური ცეცხლგამძლე სამოსი.

რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის და უკვე გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერისთვის, საანგარიშო პერიოდში დონორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახის აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გადმოგვეცა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მეხანძრე-მაშველების ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა