კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი - მოტივაცია მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ თამაშზე სხვა ფაქტორებიც გავლენას მოახდენს

ნახვები: 557 ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი - მოტივაცია მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ თამაშზე სხვა ფაქტორებიც გავლენას მოახდენს

საქართველოსთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე ლუქსემბურგის ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშა, ხოლო სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა პრესკონფერენცია გამართა.

„ფეხბურთელებს დღეს ვარჯიშზე დავაკვირდები და ამის შემდეგ მეცოდინება, ვინ შეძლებს თამაშს ტრავმირებულთაგან. ხვალ მოტივაცია მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ თამაშზე სხვა ფაქტორებიც გავლენას მოახდენს.

გუნდში კარგი განწყობაა, ყველა მშვიდადაა. ფეხბურთელები მატჩს დიდი იმედით ელიან. სტადიონზე 55 000 გულშემატკივრის ყოფნა ჩვენთვის სტიმული იქნება.

ვიცი, ვის ვათამაშებ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ დღევანდელ ვარჯიშზე მოთამაშეებს კიდევ დავაკვირდები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

შეხვედრამდე გუნდს განსაკუთრებულს არაფერს ვეტყვი, რადგან აქ მონაწილეობაც კი თითოეული მათგანისთვის საკმარისი სტიმულია“, – განაცხადა ლუკ ჰოლცმა.

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა