კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვახტანგ გომელაური - ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ძვირფასო ოპოზიციავ, თქვენც - ჩვენ მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს ქვეყანა ყველასია

ნახვები: 563 ვახტანგ გომელაური - ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ძვირფასო ოპოზიციავ, თქვენც - ჩვენ მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს ქვეყანა ყველასია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დეპუტატებს კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გომელაურმა განაცხადა, საქართველო ყველასია, ამიტომ მზად არის, ყველასთან დასხდეს და ისაუბროს და რაც სწორია, ყველაფერს გაითვალისწინებს.

„ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, ძვირფასო ოპოზიციავ თქვენც, ასევე. დღეს ისე თუ ასე მაინც კონსტრუქციული გამოვიდა. შეიძლება, ვინც ტელევიზორს უყურებდა თქვას, რას ამბობს ეს კაცი, რამხელა ხმაური იყოო, თუმცა აქ ისეთები მაქვს ნანახი, ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო დღეს, ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ ყველას.

მესმის, რომ არის საკითხები, რაზეც შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. რაღაცებზე ვკამათობთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება დაგვარწმუნოთ და გავაკეთოთო. ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, თუნდაც იარაღის კანონის შესახებ შევხვდით ჯგუფებს, რომლებმაც დაგვარწმუნეს რომ არ იყო ასე სწორი და მართლაც შევცვალეთ ჩვენივე დაწერილი კანონი, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, იქნება ეს საზღვარი თუ კრიმინალური პოლიცია, თუ გამოძიება. ეს ქვეყანა ყველასია, ამიტომ რაც სწორია ყველაფერს გავითვალისწინებთ.

მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, მათ ოჯახებს“,- განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა