კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება

ნახვები: 483 ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიმართება.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში ლიდერები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრებენ. მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, საუბარი ასევე შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციასა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პრობლემებს.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დრომდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, 138 მილიარდი ევროს მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

როგორც ცნობილია, სამიტზე ასევე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად კი საუბარი შეეხება უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა